აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტებზე იერიში მიიტანა

18.03.26 10:14
აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიწისქვეშა სარაკეტო ობიექტებზე იერიში მიიტანა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, ირანის სანაპირო ზოლთან მდებარე მიწისქვეშა სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

„რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000 ფუნტიანი, ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის მიწისქვეშ გამაგრებულ სარაკეტო ობიექტებზე“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე.

ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში გამოყენებული იყო GBU-72 ტიპის ბომბები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია მიწისქვეშა და გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად.