ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა - თეირანი აცხადებს, რომ ეს ლარიჯანის მკვლელობისთვის შურისძიებაა

18.03.26 10:48
ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა - თეირანი აცხადებს, რომ ეს ლარიჯანის მკვლელობისთვის შურისძიებაა

ირანმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა და განაცხადა, რომ ეს ქმედება უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობისთვის შურისძიებას წარმოადგენს.

როგორც The Times of Israel წერს, შეტევისას ირანმა, სხვა საშუალებებთან ერთად, კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი რაკეტებიც გამოიყენა. შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი - დაახლოებით 70 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ქალაქ რამათ-განში ცხოვრობდნენ. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ასევე დაზიანდა საავტომობილო გზები.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ირანის მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით გაანეიტრალეს.

მსგავსი სიახლეები