ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთში ჩასვლისთანავე ზელენსკი თავდაცვის კომპანია Sener Aerospace&Defence-ს ეწვია, სადაც აღჭურვილობის ნიმუშები და საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.
- ვიზიტის ფარგლებში, მხარეები უკრაინა-ესპანეთის თავდაცვის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას გეგმავენ.
ზელენსკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს, ფრანსინა არმენგოლს და სენატის პრეზიდენტს, პედრო როლანს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან.