ამ შაბათს შეერთებულ შტატებში შეხვედრას ველით - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია უკვე მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, სადაც შაბათს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება.
მისი თქმით, შეხვედრის წინ უკრაინულ გუნდთან დეტალურად განიხილეს დღის წესრიგი და მთავარი საკითხები, ხოლო მთავარი მიზანი შინაარსიანი მოლაპარაკებების უზრუნველყოფაა.
მოლაპარაკებებში პაუზა იყო და დროა, ეს დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად შინაარსიანი იყოს. უკრაინის გუნდი - მომლაპარაკებელთა ჯგუფის პოლიტიკური ნაწილი - უკვე გზაშია და ამ შაბათს შეერთებულ შტატებში შეხვედრას ველით. დეტალურად განვიხილეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს სერგეი კისლიცაც. ჩვენი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მშვიდობა შესაძლებელი იყოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ამის მიღწევაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.