"სიურპრიზები გვაქვს მომზადებული" - ირანელი გენერალ-მაიორი ტრამპს აფრთხილებს
"ხათამ ალ-ანბიას" ცენტრალური შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი, ალი აბდოლაჰი აშშ-ის პრეზიდეტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს.
მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ტრამპისთვის და "სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის", სიურპრიზები აქვს მომზადებული.
ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, არაერთხელ რიტორიკული ხასიათის გაფრთხილებებს აკეთებს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის, სიურპრიზები გვაქვს.
დღეს ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მეხუთე თაობის მოწინავე F-35 გამანადგურებელზე დარტყმა. მათ მეტი სიურპრიზის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ," - განაცხადა ირანელმა გენერალ-მაიორმა.