ლეგენდარული მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
ჩაკ ნორისის ოჯახმა, 20 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსახიობი დილით გარდაიცვალა.
ჩვენი ოჯახი დამძიმებული გულით გატყობინებთ ჩვენი საყვარელი ჩაკ ნორისის მოულოდნელ გარდაცვალებას. გვსურს, გარდაცვალების მიზეზები კონფიდენციალურად დავტოვოთ, თუმცა იცოდეთ, რომ მან ოჯახის გარემოცვაში, მშვიდად განისვენა.
გმადლობთ ლოცვისა და მხარდაჭერისთვის. ამ მძიმე დროს გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის კონფიდენციალურობას“,- წერს ნორისების ოჯახი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.