კრემლის შეთავაზება, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდ ირანთან დაზვერვის გაზიარების შეჩერებაზე, აშშ-მა უარყო - Politico

20.03.26 21:49
კრემლის შეთავაზება, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდ ირანთან დაზვერვის გაზიარების შეჩერებაზე, აშშ-მა უარყო - Politico

პუტინი აშშ-ს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის სანაცვლოდ ირანთან დაზვერვის გაზიარების შეჩერებას სთავაზობს, რაზედაც აშშ-მა უარი განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება შესთავაზა, რომლითაც კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების ზუსტ კოორდინატებზე, თუ ვაშინგტონი, თავის მხრივ, უკრაინისთვის რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა აშშ-მა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა აღნიშნული წინადადება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, გასულ კვირას მაიამიში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

„ორმა ადამიანმა, რომლებმაც იციან აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ, განაცხადეს, რომ მსგავსი წინადადება რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შესთავაზა გასულ კვირას მაიამიში მათი შეხვედრის დროს“, - წერს გამოცემა.