CBS News: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მზადება დაიწყო

21.03.26 00:28
CBS News: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მზადება დაიწყო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მომზადება დაიწყო.

ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, წამყვანმა სამხედრო მეთაურებმა კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს, რომელთა მიზანიც მსგავსი შემთხვევისთვის მომზადებაა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს. 

ანონიმური წყაროებისა ცნობით, ტრამპი განიხილავს, განალაგოს თუ არა სახმელეთო ძალები რეგიონში. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რა ვითარებაში დაუჭერს ის მხარს ასეთ ვარიანტს.

ორი წყაროს ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ასევე გამართეს შეხვედრები იმისთვის მოსამზადებლად თუ როგორ გამართონ ირანელი ჯარისკაცებისა და პარამილიტარული მებრძოლების შესაძლო დაკავებები - მათ შორის, თუ სად გაგზავნონ ირანელები, თუ ტრამპი გადაწყვეტს სამხედროების ადგილზე გაგზავნას.

მსგავსი სიახლეები