უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა

21.03.26 11:31
უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა - უკრაინული მედიის ინფორმაციით,  დელეგაცია, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, აშშ-ში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსტემ უმეროვის გარდა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.

ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

 

მსგავსი სიახლეები