ირანმა კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

21.03.26 12:02
ირანმა კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ინდოეთის ოკეანის კუნძულ დიეგო გარსიაზე მდებარე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით ღამით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი რაკეტა ფრენის დროს ჩამოვარდა, ხოლო მეორე აშშ-ის სამხედრო გემიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ეს ომის დაწყების შემდეგ ირანის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოყენების შემთხვევაა.

  • დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა ირანიდან 4000 კილომეტრში მდებარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს უფრო შორ მანძილზე ფრენა შეუძლიათ, ვიდრე ამას თეირანი ოფიციალურად აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები