დიდი ბრიტანეთი: აშშ-ს უფლება მივეცით, ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს

21.03.26 15:57
დიდი ბრიტანეთი: აშშ-ს უფლება მივეცით, ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, რომ ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს, - განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

განცხაების თანახმად, შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს.      

მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიც ავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამო ყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“.

 

მსგავსი სიახლეები