ყატარში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდივე პირი
ყატარის საჰაერო ძალების ვერტმფრენი სასწავლო ფრენის დროს სპარსეთის ყურეში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი 22 მარტის ღამეს, ყატარისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო საქმიანობის ფარგლებში მოხდა.
დაღუპულებს შორის არიან ყატარელი სამხედროები, თურქი ოფიცერი და თურქული თავდაცვითი კომპანია ASELSAN-ის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია და მტრის თავდასხმის კვალი არ იკვეთება.
ვერტმფრენის ტიპი ჯერ უცნობია, ხოლო მომხდარის ზუსტ მიზეზებს ყატარის მხარე თურქ სპეციალისტებთან ერთად გამოიძიებს.