ლენინგრადის ოლქში დრონების შეტევის შედეგად ნავთობტერმინალი იწვის
ლენინგრადის ოლქში, პრიმორსკის საზღვაო ნავთობტერმინალი დრონების იერიშის სამიზნე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს Exilenova+, ხოლო ფაქტი დაადასტურა გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ.
დარტყმის შედეგად დაზიანდა საწვავის საცავი და გაჩნდა ხანძარი. პერსონალი ევაკუირებულია, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 249 დრონი, მათ შორის 50 ლენინგრადის ოლქში.