ზელენსკი: „პუტინს ომის დასრულება არ სურს, მაგრამ მთავარია, რა სურს მსოფლიოს"

23.03.26 10:18
ზელენსკი: „პუტინს ომის დასრულება არ სურს, მაგრამ მთავარია, რა სურს მსოფლიოს"

მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გაჩნდა სიგნალები, რომ რუსეთთან სამხედრო ტყვეების გაცვლა შესაძლოა გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკი განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად დიპლომატიური პროცესისა, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.

„მაგრამ რუსეთის ომიც უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. ეს ერთნაირად ესმით მთელ მსოფლიოში,“ — აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აგრესორმა ომისთვის სარგებელი არ მიიღოს და უკრაინას ჰქონდეს მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რათა კონფლიქტი მომავალში აღარ განახლდეს.

„საერთო ჯამში, სიტუაცია საკმაოდ ნათელია: პუტინს ომის დასრულება არ სურს. მაგრამ მთავარია, რა სურს მსოფლიოს,“ — განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ომი დასრულდეს და რეგიონში მდგრადი მშვიდობა დამყარდეს.

მსგავსი სიახლეები