ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა - სტარმერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე

23.03.26 20:11
ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა - სტარმერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული იყო.

ამასთან, სტარმერის თქმით, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი „გარკვეული დროის განმავლობაში“ გაგრძელდეს.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა. მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის სწრაფად დასრულება და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს, რომელიც ირანს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს, კერძოდ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სწრაფად დასრულდება. უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები