აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს - The Jerusalem Post

23.03.26 20:25
აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს - The Jerusalem Post

The Jerusalem Post-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფთან აწარმოებენ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.

 

მსგავსი სიახლეები