ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სთან მოლაპარაკებებს უარყოფს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სთან მოლაპარაკებებს უარყოფს - როგორც მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს შტატებთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა.
ყველა ირანელი ოფიციალური პირი უზენაესი ლიდერისა და ხალხის გვერდით დგას, ვიდრე ამ მიზნის მიღწევა არ მოხდება. აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბ ამბებს ფინანსური და ნავთობის ბაზრების მანიპულირებისთვის იყენებენ და ასევე იმისთვის, რომ თავი დააღწიონ იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი“, - წერს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა The Jerusalem Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებდა.
უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.