უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარი ნავთობტერმინალი დაბომბა

23.03.26 20:43
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარი ნავთობტერმინალი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა - პრიმორსკის პორტი, რომელიც უკრაინის უახლოესი საზღვრიდან 1 087 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ბალტიის ზღვაში რუსეთის მთავარ საექსპორტო ჰაბს წარმოადგენს და ის ყოველწლიურად 60 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიხედვით, იერიშის ფარგლებში უკრაინის ძალებმა საწვავის ავზსა და ნავთობის ჩასატვირთ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

რადიო თავისუფლებამ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ნავთობტერმინალის, სულ მცირე, ოთხი ავზი იწვის. 

მსგავსი სიახლეები