მედია: კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

23.03.26 21:02
მედია: კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს განიცადა.

მისვე თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ადგილობრივი გამოცემა BluRadio ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს 110 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა.

მსგავსი სიახლეები