ტრამპის თქმით, ირანს მშვიდობის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი აქვს - „ვიმედოვნებთ, ისინი ამ შანსს გამოიყენებენ"

23.03.26 22:35
ტრამპის თქმით, ირანს მშვიდობის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი აქვს - „ვიმედოვნებთ, ისინი ამ შანსს გამოიყენებენ"

"ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმას ხვალ ვგეგმავდით, მაგრამ აღარ ვაპირებთ, გადავდეთ" - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ირანს მშვიდობის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი აქვს - „ვიმედოვნებთ, ისინი ამ შანსს გამოიყენებენ".

ტრამპის განცხადებით, ირანი მოლაპარაკებების მიმართ „სერიოზულად არის განწყობილი“.

მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკება იყო, მაგრამ ირანთან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ამჯერად ისინი სერიოზულად არიან განწყობილი“- თქვა მან და განმარტა, რომ აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს განახლდა.

შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოს დამსახურებაა. იმედია, რომ შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს მოიპოვოს.

ახლა ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მთელი მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებები აწარმოა და ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის 5 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თეირანსა და აშშ-ს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები