ზელენსკი: რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის 4 სადგურის განთავსებას გეგმავს
რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ოთხი სადგურის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო სადაზვერვო უფროსის, ოლეგ იველჩენკოს მოხსენების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ - ამბობს ზელენსკი.
ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ. ოლეგ იველჩენკოს დავავალე, პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს აცნობოს იმ მონაცემების შესახებ, რომელთა გასაჯაროებაც შეგვიძლია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.