უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ რუსეთს ევროკავშირის შეხვედრების დაწყებამდე და შემდეგ ესაუბრა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ ის თავის კოლეგებს რუსეთში, სერბეთში, ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და თურქეთში ესაუბრება როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე შეხვედრების დაწყებამდე, ასევე მის შემდეგ.
„მე ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ აშშ-ს, თურქეთის, ისრაელის, სერბეთის და ჩვენს სხვა პარტნიორებს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დაწყებამდე და შემდეგ“, - განაცხადა სიიარტომ ორშაბათს საღამოს საარჩევნო მიტინგზე.
მისივე თქმით, „სიტუაცია ისეთია, რომ ევროკავშირში ბევრი გადაწყვეტილება მიიღება, რომლებიც გავლენას ახდენს უნგრეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ევროკავშირის გარეთ მყოფ სხვა ქვეყნებთან“, - თქვა მან
„სწორედ ეს არის საგარეო პოლიტიკის არსი. შესაძლოა, რაღაც უხეშს ვამბობ, მაგრამ დიპლომატია სხვა ქვეყნების ლიდერებთან ჩვენი საუბრის საგანია“ - განმარტა სიიარტომ.
Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში ომის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა და სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების დროს შესვენებებს რუსი კოლეგის ინფორმირებისთვის იყენებდა.
უნგრეთის მთავრობამ მოსკოვთან სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია ინფორმაციის გამოქვეყნების პირველ საათებში „ყალბი ამბად“ შეაფასა.