დარტყმა ლვოვის ცენტრზე - დაზიანებულია იუნესკოს ობიექტი

24.03.26 22:47
დარტყმა ლვოვის ცენტრზე - დაზიანებულია იუნესკოს ობიექტი

უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ობიექტი დაზიანდა.

მას შემდეგ, რა რუსეთის დრონებმა ლვოვზე დარტყმა მიიტანეს, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ცენტრში იმ შენობას მოხვდა, რომელიც ტაძართან ახლოს მდებარეობს.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, დაზიანებული ყოფილიყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ობიექტი. მოგვიანებით ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ დააზუსტა, რომ დაზიანება მიიღო სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურულმა ძეგლმა - ბერნარდინელთა მონასტრების კომპლექსმა, რომელიც მდებარეობს ლვოვის ისტორიულ ცენტრში.

დაზიანების ხარისხის დასადგენად სპეციალისტები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები