რუსეთის თავდაცვის ცნობით, უკრაინელებმა მათ ტერიტორიას დრონებით შეუტიეს

25.03.26 10:33
რუსეთის თავდაცვის ცნობით, უკრაინელებმა მათ ტერიტორიას დრონებით შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელებმა მათ ტერიტორიას 389  უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.  

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის, სმოლენსკის, კალუგის, კურსკის, ტვერის, ორიოლის, ბელგოროდის, ტულის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ვოლოგდას, ლენინგრადის, მოსკოვისა და ყირიმის ტერიტორიებზე 389 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განმარტა, რომ რეგიონის თავზე სულ მცირე 56 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უსტ-ლუგას პორტში დრონის დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ამჟამად მისი ჩაქრობა მიმდინარეობს. ვიბორგში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები