რას ითხოვს თეირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად?
Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციას, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და ყველა სახის სანქციის მოხსნას ითხოვს.
წყაროების განცხადებით, ირანის მოთხოვნები ახალ შეთანხმებას მოიცავს, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადს დააწესებს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი გარანტიებს ითხოვს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება და ასევე, ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს შეწყვეტს.
ამასთან, ირანი თავისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვაზე უარს ამბობს და შესაძლო შეთანხმება მის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.
- ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად