აშშ-ირანის მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ისლამაბადში გაიმართოს - გროსი
აშშ-ირანის მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე , შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ისლამაბადში გაიმართოს - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ შაბათ - კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართოს. მოველი, რომ ისინი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე, კონფლიქტის ძირეულ მიზეზზე, არ იქნება ფოკუსირებული. ამჯერად დღის წესრიგში ასევე იქნება რაკეტები, ისლამურ რესპუბლიკის მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები და ირანის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა გროსიმ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში.