მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინამ ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა - იერიშის შედეგად ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.
ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ ქალაქ კირიშიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც.
- კირიშინეფტეორგსინტეზი რეგიონში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ის რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, ნავთს, მაზუთს და ნავთობქიმიურ პროდუქტებს.