აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები
სარაკეტო იერიშს აბუ დაბიში ორი ადამიანი ემსხვერპლა - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
აბუ დაბის მედია ოფისის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რომლებიც ხალხს მოხვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა.