ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

26.03.26 21:31
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები.

“ჩავედი საუდის არაბეთში. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. ვაფასებთ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მზად არიან, ჩვენთან ერთად იმუშაონ უსაფრთხოებისთვის”, - წერს ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, უკრაინამ სამხედრო ექსპერტები გააგზავნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ კი კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.

მსგავსი სიახლეები