რობერტ ფიცოს მოქმედებებს, უკრაინისთვის საგანგებო ენერგიის შეჩერების საქმეზე, პოლიცია იძიებს
პრემიერ რობერტ ფიცოს მოქმედებებს უკრაინისთვის საგანგებო ენერგიის შეჩერების საქმეზე სლოვაკეთის პოლიცია იძიებს.
ინფორმაციას “ევროსკოპი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიცო ასევე ეჭვმიტანილია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში, არაადამიანურ მოპყრობასა და სხვა სამართალდარღვევებში.
საქმის მასალები უკვე გადაცემულია გენერალური პროკურატურიდან რეგიონალურში, შემდეგ კი პოლიციაში.
აღინიშნება, რომ 1 თვის წინ შეტანილი იქნა შესაბამისი საჩივარი, რომელსაც მხარი ქვეყნის 13 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა.