მასუდ ფეზეშქიანი: პუტინის გზავნილები ომში შთაგონებას გვაძლევს
ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი რუსეთის პრეზიდენტს და რუს ხალხს მადლობას უხდის.
მისი თქმით, მათი გზავნილები ამ ომში შთაგონებას აძლევს ირანელ ხალხს.
ამ ისტორიულ დღეებში პრეზიდენტ პუტინის გზავნილები და რუსი ხალხის მხარდაჭერა ამ ომში შთაგონებას გვაძლევს. დღეს, ირანელი ხალხის წინააღმდეგობის წყალობით, რეგიონში არსებული ძველი ურთიერთობები ტრანსფორმირდება და ახალი კავშირები ყალიბდება. აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოებას ამ დღიდან რეგიონის ქვეყნები თავად უზრუნველყოფენ. ირანელი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთის მთავრობასა და ხალხს", - წერს X-ზე ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი.