რუსეთში მსხვილი ქიმიური ქარხანა დაიბომბა

27.03.26 10:19
რუსეთში მსხვილი ქიმიური ქარხანა დაიბომბა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში 27 მარტის ღამეს დრონებით განხორციელდა შეტევა საწარმო Apatit-ზე — ფოსფორიანი სასუქების, ფოსფორისა და გოგირდმჟავების მსხვილ მწარმოებელზე, რომელიც ასევე ერთ-ერთ ლიდერად ითვლება რუსეთში NPK-სასუქების, ამიაკისა და ამონიუმის ნიტრატის წარმოებით. ამის შესახებ Exilenova+ იუწყება.

დრონებით თავდასხმა დაადასტურა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმაც მისი თქმით, „ჩერეპოვეცში მდებარე სამრეწველო ზონაში დაფიქსირდა 8 ჩამოფრენა“.

მისივე განცხადებით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაზიანება არ მიადგა, არც დაღუპულები და დაშავებულები არიან.

„ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურები. ოპერატიული დანაყოფები გადაყვანილია გაძლიერებულ რეჟიმზე. შექმნილია ოპერატიული შტაბი“, — აღნიშნა ფილიმონოვმა.

ამასთან, ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით, ღამით განმეორებით დაიბოომბა  ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობტერმინალებიც.

მსგავსი სიახლეები