ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის საზღვაო იარაღის წარმოების მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს

27.03.26 12:30
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის საზღვაო იარაღის წარმოების მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში „ყველაზე ცენტრალური ობიექტი“ დაბომბეს, რომელიც სამხედრო-საზღვაო რაკეტებისა და ნაღმების წარმოებისთვის იყო განკუთვნილი, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იაზდში მდებარე ობიექტს ირანი მოწინავე რაკეტების დასაგეგმად, შესამუშავებლად, ასაწყობად და შესანახად იყენებდა.

მათივე განმარტებით, დარტყმა, რომელიც სამხედრო დაზვერვის დირექტორატისა და საზღვაო დაზვერვის სამმართველოს მიერ მიწოდებული სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განხორციელდა, მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს საზღვაო ძალების წარმოების შესაძლებლობებისთვის.

მსგავსი სიახლეები