ზელენსკი საუდის არაბეთში უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია საუდის არაბეთში მუშაობენ.
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედრო ექსპერტებმა უკვე შეიმუშავეს საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი გადაწყვეტილებები.
შევხვდი ჩვენს სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც საუდის არაბეთში ერთ კვირაზე მეტია იმყოფებიან. მათ წარმოადგინეს ანგარიში საწყისი სამუშაოს შედეგებისა და დასკვნების შესახებ, როგორც ოპერატიულ, ასევე უფრო ფართო დონეზე. ამ რეგიონში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ექსპერტების მთავარი მიზანია პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, თუ რა ცვლილებებია საჭირო ირანული „შაჰედებისა“ და რაკეტებისგან ადამიანებისა და მათი სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად. მადლობელი ვარ მათი სწრაფი და საფუძვლიანი მუშაობისთვის. არსებობს კონკრეტული რამ, რისი გაკეთებაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა თავდაცვაში დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ მას დამოუკიდებლობისთვის ომში.
შეხვედრის დროს განიხილეს საუდის არაბეთის ცის დაცვის გაძლიერების ძირითადი ასპექტები, პირველ რიგში, მიდგომები, რომელიც დრონების ჩამოგდების მიმართ გამოიყენება.