ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს

27.03.26 21:06
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს

ევაკუაციის შესახებ გაფრთხილების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

გამოცემა ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" იუწყება, რომ კომპლექსზე თავდასხმებს "ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია და წინასწარ მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება".

მედიის ცნობით, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა "სასწრაფო გაფრთხილება" გაავრცელეს ბირთვული კომპლექსისა და არაკის რაიონში მდებარე კიდევ ერთი სამრეწველო ზონის ევაკუაციის შესახებ.

მსგავსი სიახლეები