აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში, ირანის ომის დასრულების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ - რუბიო

28.03.26 00:13
აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში, ირანის ომის დასრულების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ - რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ.

ამის შესახებ მარკო რუბიომ საფრანგეთში "დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი დაუყოვნებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად," - განაცხადა რუბიომ.

​რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ ომისშემდგომ ძალისხმევაში ჩაერთვება, მაგრამ ევროპისა და აზიის ქვეყნებს "ბევრი რამ აქვთ სასწორზე და დიდი წვლილი უნდა შეიტანონ".

მისი თქმით, მოკავშირეები მის გზავნილს გულთან მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები