მარკო რუბიო ზელენსკის პასუხობს
მარკო რუბიო ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირწმუნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს უკრაინას კიევის მიერ დონბასის რეგიონის დათმობის პირობით.
შტატების სახელწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მისცემენ. ეს განცხადება რუბიომ საფრანგეთში გააკეთა და თქვა ისიც, რომ შტატების მიზანი უცვლელია, იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი ფრონტზე და დასრულდეს რუსეთ უკრაინის ომი.