რუსებმა ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

28.03.26 10:56
რუსებმა ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტების შეტევას უკრაინაში მსხვერპლი მოყვა. დაიბომბა ოდესა, სადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა 11 ადამიანი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, რუსეთის იერიშების შედეგად ქალაქში სამშობიარო სახლი დაზიანდა.

რუსეთის ძალებმა ასევე დაბომბეს კრივი რიჰიც. იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ამდენივე ადამიანი. ქალაქში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი.