მედია: ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

28.03.26 12:29
მედია: ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი დაღუპული და ორი დაშავებული - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანმა პარასკევს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში გამოიყენა კასეტური იარაღი, რომელიც იშლება და შეუძლია ზიანის მიყენება ფართო არეალში.

ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული პირველი იერიშია.