Axios: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე რუბიოსა და კალასს შორის დაძაბული საუბარი იყო

28.03.26 12:36
Axios: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე რუბიოსა და კალასს შორის დაძაბული საუბარი იყო

Axios-ის ინფორმაციით, "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე დაძაბული საუბარი შედგა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელსა და მარკო რუბიოს შორის.

როგორც გამოცემა წეტრს, კაია კალასმა სახელმწიფო მდივანს შეკითხვები დაუსვა - რატომ არ მიიღო  უფრო მკაცრი ზომები აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ კალასმა უთხრა, რომ ერთი წელი გავიდა, რაც  რუსეთზე ზეწოლა არ გაზრდილა და იკითხა, როდის ამოიწურება აშშ-ის „მოთმინება“.

გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა.

„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით“, - უპასუხა რუბიომ.

რუბიოსა და კალას შორის მკაცრი ტონით საუბარი მოკავშირეების თანდასწრებით Axios -ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

მსგავსი სიახლეები