ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

28.03.26 13:57
ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  ქვეყნის პრეზიდენტს, მუჰამედ ბინ ზაიედს შეხვდა.

ზელენსკის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

 შევთანხმდით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ამ სფეროში უკრაინას გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ. დეტალებს ჩვენი გუნდები შეაჯერებენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინელ სამხედრო ექსპერტთა გუნდს შეხვდა.