ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას, ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ - ტრამპი
"ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე განმარტებით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი“.
„ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.