იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარდასაჭერად ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთნენ და ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს
იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარდასაჭერად ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთნენ და ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აღნიშნული დაადასტურეს თავად იემენელმა „ჰუსიტებმაც“ და თქვეს, რომ ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გაუშვეს.
"ისრაელის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ჩვენი პირველი სარაკეტო ოპერაცია განვახორციელეთ... ჩვენ წინააღმდეგობას გავაგრძელებთ, ვიდრე აგრესია ყველა ფრონტზე არ შეწყდება" - ნათქვამია ჰუსიტების განცხადებაში