კაია კალასი და ევროკავშირის მინისტრები კიევში ჩასასვლელად ემზადებიან

28.03.26 16:05
კაია კალასი და ევროკავშირის მინისტრები კიევში ჩასასვლელად ემზადებიან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩასასვლელად ემზადებიან. 

როგორც კაია კალასი  უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე წერს, ევროკავშირის ლიდერები კიევში მკაფიო მესიჯით ჩავლენ , რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო

“მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას კიევში, ევროკავშირის საგარეი საქმეთა მინისტრებთან ერთად. ჩვენ ჩამოვალთ მიზანდასახულები და ერთიანები უკრაინის მხარდაჭერის გარშემო, განსაკუთრებით - როცა ჩვენ ვიხსენებთ ბუჩაში რუსეთის საშინელი სისასტიკის მეოთხე წლისთავს.

და მკაფიო მესიჯით: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ანგარიშვალდებულება უმნიშვნელოვანესია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”, - სწერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე. 

ანდრეი სიბიგას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მითითებულია, რომ 31 მარტს, უკრაინის დედაქალაქში, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მინისტრების წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავა.  

მსგავსი სიახლეები