მოჯტაბა ხამენეი ან გარდაცვლილია, ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია - ტრამპი
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის ახალი უზენაესი სულიერი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი ან გარდაცვლილია, ან ძალიან მძიმედ დაშავებული.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შვილი ან გარდაცვლილია, ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ მისგან საერთოდ არაფერი გვსმენია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, ირანში „რეჟიმის ცვლილება“ უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მრავალი მაღალი თანამდებობის პირი ომის დაწყებისას და შემდგომი დარტყმების დროს დაიღუპნენ.