ტრამპი: ირანთან „კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა აშშ სამხედრო დარტყმებს აგრძელებს

30.03.26 10:19
ტრამპი: ირანთან „კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა აშშ სამხედრო დარტყმებს აგრძელებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა პარალელურად აშშ აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს და თეირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს.

მისი თქმით, ვაშინგტონი ერთდროულად აწარმოებს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დიალოგს და არ გამორიცხავს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლის შესაძლებლობას.

ძალინ კარგი მოლაპარაკებები გქვონდა დღეს ირანთან. ამის ინიცირება მათ უფრო დიდი ხანის წინ უნდა დაეწყოთ. ჩვენ დღეს ირანში ბევრი სამიზნე გავანადგურეთ, მათი საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები აღარ არსებობს. მათთან მოლაპარაკებებს პირდაპირ და არაპირდაპირ ვაწარმოებთ. ჩვენ გვყავს ემისრები, მაგრამ მათ ასევე პირდაპირ ველაპარაკებით. დარწმუნებული ირანში ვერასდროს იქნები, ამიტომ მოლაპარაკებების დროსაც უნდა ააფეთქო ისინი.
გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: რატომ აკეთებ ამას?, ისინი სულელები არიან. შეიძლება, ავიღოთ ხარგის კუნძული, შეიძლება არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული ხნით დავრჩებოდით. არ მგონია, მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ, ძალიან ადვილად ავიღებდით, - განაცხადა ტრამპმა.