ირანმა ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს დაარტყა
ირანმა დუბაის სანაპიროსთან ახლოს, ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს დაარტყა - „როიტერის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ტანკერზე ცეცხლი გაჩნდა.
სავაჭრო გემის „ალ-სალმის" მფლობელმა კომპანიაში Kuwait Petroleum Corp-ში განაცხადეს, რომ თავდასხმამ ხანძარი და ხომალდის კორპუსის დაზიანება გამოიწვია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს. ნავთობის გაჟონვისა და ეკიპაჟის წევრების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
- როგორც „როიტერი“ წერს, ირანმა ტანკერზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს თუ არ გახსნის, ის მის ენერგეტიკულ სადგურებსა და ნავთობის ჭაბურღილებს გაანადგურებს.