სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შეტაკების შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების 4 ჯარისკაცი დაიღუპა - არიან დაჭრილებიც
სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულია ისრაელის თავდაცვის ძალების ოთხი ჯარისკაცი. ასევე დაიჭრა ორი სამხედრო მოსამსსახურე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 30 მარტს, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისას „ჰეზბოლას“ წევრებმა ჯარისკაცებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათ ტანკებით და საჰაერო დარტყმებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს ტერიტორიაზე მყოფი „ჰეზბოლას“ წევრების წინააღმდეგ.