რუსეთი დრონებს ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთისკენ მიზანმიმართულად ამისამართებს - სიბიგა

31.03.26 23:44
რუსეთი დრონებს ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთისკენ მიზანმიმართულად ამისამართებს - სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით,  რუსეთი მიზანმიმართულად ამისამართებს დრონებს ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთისკენ.

როგორც მან კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინას არასდროს  გაუგზავნია დრონები ბალტიის ქვეყნებისკენ და ფინეთისკენ.

სიბიგა ამბობს, რომ მუდმივ კავშირში იმყოფება ბალტიელ კოლეგებთან დრონებთან ინციდენტებთან დაკავშირებით.

“დაუყოვნებლივ ვუზიარებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არასდროს არ გაგვიგზავნია დრონები ამ ქვეყნების მიმართულებით…

დაზვერვის მონაცემები გვაქვს, რომლებიც მეტყველებენ, რომ რუსები სპეციალურად ამისამართებენ დრონებს ბალტიის ქვეყნებისკენ, რათა ეს ინციდენტები თავის საინფორმაციო მიზნებისთვის, პროპაგანდის მიზნებისთვის, გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ერთად უნდა გავუწიოთ ამას წინააღმდეგობა”, - განაცხადა სიბიგამ.

მსგავსი სიახლეები