მოლდოვას პარლამენტმა დსთ-დან საბოლოოდ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

02.04.26 16:37
მოლდოვას პარლამენტმა დსთ-დან საბოლოოდ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმების, ასევე ორგანიზაციის ოქმისა და წესდების დენონსაციას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ეფუძნება, რომლის თქმითაც, დსთ-ს ძირითადი ღირებულებები და პრინციპები აღარ არის დაცული, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის საკითხებში. მოლდოვის ხელისუფლება რეგიონში რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომსა და მოლდოვას ტერიტორიაზე უკანონოდ ჯარის განლაგებას ახსენებს.

  • პროექტის შესახებ ანგარიში პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ადრიან ბალუტელმა წარადგინა, რომელმაც დააზუსტა, რომ ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე და კომიტეტს არანაირი წინადადება ან შენიშვნა არ წარედგინა.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ, რითაც დამტკიცდა მოლდოვას გასვლა დსთ-ს ძირითადი სტრუქტურებიდან.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი ნაბიჯია ქვეყნის ევროპული გზის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონტექსტში.

  • ცნობისთვის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის ფარგლებში, მოლდოვამ დსთ-სთან დადებული დაახლოებით 70 შეთანხმება გააუქმა.

მსგავსი სიახლეები